среда, 8 июля 2009 г.

საქართველოს სამხედრო ისტორია

პროექტის სახელი: ”საქართველოს სამხედრო ისტორია”
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გააცნობიერებენ,თუ როგორი იყო ამა თუ იმ ეპოქაში საქართველოს სამხედრო ორგანიზაცია.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევითი სამუშაოებს, მოიპოვებენ ინფორმაციას ქართულ სამხედრო ისტორიის შესახებ, სამხედრო ხელოვნებაზე, მოიძიებენ და შეისწავლიან მასალას მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს : რომის, ბიზანტიის, მონღოლების სამხედრო ორგანიზაციის შესახებ.Pპარალელებს გაავლენენ ამავე ეპოქის ქართულ სინამდვილესთან.
გამოიკვლევენ და დაადგენენ, რომ სამხედრო ხელოვნების ისტორია კულტურის ისტორიის ნაწილიცაა. ნახავენ ამ თემატიკაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმს. მოაწყობენ დისკუსიას. ჩატარდება ექსკურსია მუზეუმში, მოამზადებენ ფოტო-კოლაჟს, მოამზადებენ სურათებს ქართველი მეომარი და მისი აღჭურვილობა.მონაწილეთა ასაკი : 10- 11 კლასები.ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება და ანალიძი, დისკუსიის გამართვა, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, წყაროებისა და ლიტერატურის მიმოხილვა, მოვლენებისგანხილვა და შეფასება, დასკვნების გამოტანა.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შექმნიან ბლოგს სადაც განათავსებენ თავიანთი კვლევის შედეგებს. შეადგენენ საქართველოს რუკას, რომელზეცთვალსაჩინოდ იქნება წარმოჩენილი ერთდროულად დავით აღმაშენებლის, თამარის ეპოქისა და თანამედროვე საქართველო.საქართველოს მნიშვნელოვანი ბრძოლები , გეოგრაფიული ადგილების მინიშნებით. შეიქმნება ისტორიული ლოტო.თვალსაჩინოების შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სახელმწიფროებრივი აზროვნების ჩამოყალიბების პროცესს და გაუძლიეროს მათ ქვეყნის გაერთიანება –განმტკიცების იდეა.
სარგებელი სხვებისათვის : პროექტის განხორციელების შედეგადმოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი, ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, თანამშრომლობა, ისტორიულ-გეოგრაფ.საშუალებების გამოყენება ,რუკაზე ორიენტაცია, ისტორიული ტექსტში მთავარი საკითხის დადგენა, წყაროების შედარება-ანალიზი.
სამუშაო ენა : ქართული
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :მოსწავლეებს გაუზლიერდებათ სწავლის სურვილი და ინტერესი. გაუღრმავდებათ ცოდნა სხვადასხვა საგნებში (ხელოვნება,ისტორია, გეოგრაფია)
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლიკა კუმარიტოვაქ.თბილისი მე- 11 საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nikaliromae@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://likuna-nikliromae.blogspot.com/